საკანონმდებლო ცვლილებები

11 ივლისი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №1309 განკარგულებით, კომპანია „INTER RAO UES, PJSC“-ს, სს „თელასსა“ და საქართველოს შორის არსებულ საარბიტრაჟო დავასა და ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებულ კომპანია „GARDABANI HOLDINGS B.V.“-სა და საქართველოს შორის არსებულ საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს საარბიტრაჟო წარმოების პროცესში ან/და დავის მორიგების მიზნით წარმოებულ მოლაპარაკებებში საქართველოს სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა კოორდინაცია.

საარბიტრაჟო წარმოების პროცესში ან/და დავის მორიგების მიზნით წარმოებულ მოლაპარაკებებში სახელმწიფო წარმომადგენლობის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალა უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევა და მასთან იურიდიული მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. გადადით ლინკზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: სადაო საკითხი