საკანონმდებლო ცვლილებები

12 ივლისი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23 ივნისის №1283 განკარგულებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ წალკაში მდებარე გრძივი მეტრი ხაზოვანი ნაგებობები (გაზსადენი მილები, იხ. დანართი №1) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 380 300 ლარად,  გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში მდებარე გრძივი მეტრი ხაზოვანი ნაგებობები (გაზსადენი მილები, იხ. დანართი №2) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 194 030.7 ლარად  და ქალაქ ხონში, ზესტაფონის, აბაშის, კასპის, დუშეთის მუნიციპალიტეტებში, ოზურგეთის დაბა ურეკში, ლაგოდეხის, ონის მუნიციპალიტეტებში, ქალაქ ტყიბულში, ლანჩხუთის და ქარელის მუნიციპალიტეტებში მდებარე გრძივი მეტრი ხაზოვანი ნაგებობები (გაზსადენი მილები, იხ. დანართი №5) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 13 161 134.56 ლარად საკუთრებაში გადაეცა შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“.

საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში  გამანაწილებელ ქსელზე 816 აბონენტის უსასყიდლოდ მიერთება (დანართი №2), რომლებიც მიერთების განაცხადით მიმართავენ შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ 2016 წლის 1 სექტემბრიდან არაუგვიანეს 2018 წლის 1 სექტემბრისა. გადადით ლინკზე 

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: ბუნებრივი გაზი