საკანონმდებლო ცვლილებები

13 ივლისი, 2017

ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმადაც:

- ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებელი ორგანიზაციის მიერ წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდება.

- საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდებით მიღებული შემოსავალი (მიღების თარიღი: 30.06.2017) გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს პარლამენტი
დოკუმენტის ტიპი: კანონი
თემატიკა: მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური,დაბეგვრა,საგადასახადო