საკანონმდებლო ცვლილებები

18 აგვისტო, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს განკარგულებით შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მიეცა უფლება უზრუნველყოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში წყლის ხელოვნური რეზერვუარის (მოცულობით – დაახლოებით 100 000 მ3) მოწყობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად საჭირო მომსახურებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, ერთი სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში. იმავდროულად  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის 2017 წელს საჭირო ფინანსური რესურსის გადარიცხვა კომპანიის ანგარიშზე, შემდგომში მისი კაპიტალის გაზრდის მიზნით. გადადით ვებგვერდზე

გამომცემი ორგანო: საქართველოს მთავრობა
დოკუმენტის ტიპი: განკარგულება
თემატიკა: წყალმომარაგებგა,რეზერვუარუ