საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N2245 განკარგულებით ცვლილება შევიდა „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის №195 განკარგულებაში და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ დაევალა, 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის საჭირო ასფალტისა და ბეტონის საფარის, ასევე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, არა უმეტეს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარის ფარგლებში