საკანონმდებლო ცვლილებები

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2017 წლის 14 აგვისტოს №52 ბრძანებით ცვლილება შევიდა „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანებაში, რომლის თანახმადაც ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირებისთვის (მოსახლეობა – საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე იმ ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ, რომელთაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის მიერ 2017 წლის 1 ივლისის შემდგომ დაუდგინდათ ფიზიკური პირებისთვის (მოსახლეობა – საყოფაცხოვრებო მომხმარებელი) ბუნებრივი გაზის მიწოდების სამომხმარებლო ტარიფი

15 აგვისტო, 2017
18 ივლისი, 2017