საკანონმდებლო ცვლილებები

1 მაისი, 2017

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 13 აპრილის №771 განკარგულებით ცვლილება შევიდა  „საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის №75 განკარგულებაში და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების: საბუესა და ზინობიანის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულების ნაცვლად დაევალა მხოლოდ სოფელ საბუეს გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესრულება

28 აპრილი, 2017

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 ნოემბრის №2406 განკარგულებით ცვლილება შევიდა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №2838 განკარგულებაში და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ დაევალა მის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში, უზრუნველყოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტის 8 და კასპის მუნიციპალიტეტის 2 სოფლის წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების (ჭაბურღილების, სადაწნეო კოშკების, საქლორატოროების, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანში, ასევე წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის) სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით

17 ნოემბერი, 2016

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ნოემბრის №2365 განკარგულებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ დაევალა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მიზნით, განახორციელოს სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ფარგლებში, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით

11 ნოემბერი, 2016