საკანონმდებლო ცვლილებები

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 3 ნოემბრის განკარგულებით ცვლილება შევიდა „სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 ოქტომბრის №2207 განკარგულებაში და 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „დერჩის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, მოჭრილი მერქნული რესურსის დასაწყობება დაევალა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე ამ უკანასკნელისთვის მიღება-ჩაბარების აქტის გადაცემით

3 ნოემბერი, 2016