საკანონმდებლო ცვლილებები

კომისიის 2019 წლის 8 აგვისტოს N20 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის № 20 დადგენილებაში, რომლის თანახმადაც:

  • თვითმმართველ ქალაქებში გაიზარდა მიერთების საფასური;
  • სხვა მუნიციპალიტეტებში გაიზარდა მიერთების ვადები;
  • 800 მ დან 600 მეტრზე შემცირდა 0,4 კვ ძაბვის ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების რადიუსი;
  • 5 სამუშაო დრიდან 10 სამუშაო დღეზე გაიზარდა ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის დახარვეზების ვადა;
  • დაზუსტდა ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების განაცხადის დახარვეზების საფუძვლები;
  • მიერთების ვადის გაზრდის მოთხოვნით მომართვის ვადა შემცრიდა 10 სამუშაო დღიდან 5 სამუშაო დღეზე;
  • ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნისას, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურთან ერთად, დადგინდა თითოეული ახალი მომხმარებლისთვის აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური 100 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით
12 აგვისტო, 2019