საკანონმდებლო ცვლილებები

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის N146 დადგენილებით ცვლილება შევიდა „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილებაში, რომელის თანახმადაც  თუ დაინტერესებულ პირს სურს მზის ელექტროსადგურების განთავსება ადმინისტრაციული ორგანოების ან სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოების საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე, მას არ აქვს ვალდებულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგინოს ობიექტის განთავსების ტერიტორიის მოკლე გეოლოგიურ მონაცემები, გეოლოგიურ რუკა, ასევე ობიექტის განთავსების ტერიტორიის სეისმურ მონაცემები, სეისმურ რუკა

27 მარტი, 2019