საკანონმდებლო ცვლილებები

კომისიის 2018 წლის 22 ივნისის N8 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში, რომლის თანახმადაც:

  1. ლიცენზიატის განესაზღვრა ვალდებულება მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტა/აღდგენისას მომხმარებლის ინფორმირება მოახდინოს დაუყოვნებლივ;
  2. დაზუსტდა ქვითარში მისათითებელი ინფორმაცია;
  3. დამატებით განისაზღვრა, რომ 1 ლარამდე დავალიანების არსებობის შემთხვევაში არ შეიძლება მომარაგების შეწყვეტია;
  4. დაზუსტდა, თუ რა შემთხვევაში შეუძლია განაწილების ლიცენზიატს მოსთხოვოს მომხმარებელს დეპოზიტი და გარკვეულ შემთხვევებში განისაზღვრა დეპოზიტის მოთხოვნის წესი;
  5. განისაზღვრა ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან უკანონოდ მოხმარების შესახებ ელექტრონულ აქტზე მომხმარებლის ახსნა-განმარტების დაფიქსირების წესი, თუ აღნიშნული ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული აქტის შედგენის საშუალებით;
  6. ამოღებული იქნა 24-ე მუხლი, საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის კუთვნილ სალტეზე ელექტროენერგიის შესყიდვა;
  7. განისაზღვრა იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების წესი რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მარაგდებოდა;
  8. დადგინდა უძრავი ქონების გაყოფის, ან მის ადგილზე სხვა უძრავი ქონების წარმოქმნისას ამ უკანასკნელის ქსელზე მიერთების წესი, საფასური და პროცედურები;
  9. ცვლილება შევიდა სიმძლავრის გაზრდის წესებში, მათ შორის სიმძლავრის გაზრდის საფასური განახევრდება, თუ განაწილების ლიცენზიატი არ უზრუნველყოფს სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში დასრულებას;
  10. ლიცენზიატების განესაზღვრათ ვალდებულება 2021 წლის 1 იანვრამდე, 6/10 კვ ძაბვის მომხმარებლის აღრიცხვის კვანძი, რომელიც ფლობს მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორს და აღრიცხვის კვანძი მოწყობილია დაბალი ძაბვის მხარეს, გადაიტანოს მაღალი ძაბვის მხარეს და მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური
28 ივნისი, 2018