საკანონმდებლო ცვლილებები

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N2245 განკარგულებით ცვლილება შევიდა  „შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 9 თებერვლის №195 განკარგულებაში და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ დაევალა, 2017 წლის ​ 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით წყალმომარაგებისა და ​ წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციისათვის საჭირო ასფალტისა და ​ ბეტონის საფარის, ასევე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა ​ განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, არა უმეტეს 700 000 (შვიდასი ათასი) ლარის ფარგლებში

11 აპრილი, 2018

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N2264 განკარგულებით 3 წლით გადავადდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „ენგურჰესს“ შორის „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავალიანების მომსახურების შესახებ“ 2009 წლის 17 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებისა და „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტთან“ დაკავშირებით 2010 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ენგურჰესისთვის“ ძირითადი თანხის მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური ვალდებულებები, საურავების დარიცხვის გარეშე (მათ შორის, 2017 წლის 25 ოქტომბრის გადასახდელის)

11 აპრილი, 2018

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის N2246 განკარგულებით შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ (შემდგომში – კომპანია), მიეცა უფლება უზრუნველყოს კომპანიის ტერიტორიული ერთეულის, ონის სერვისცენტრის ოფისის (შენობის) რეაბილიტაციისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვა, ამასთან მიეცა უფლება  შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის №713 განკარგულებით გათვალისწინებული თანხებიდან დარჩენილი ეკონომია – 38 000 (ოცდათვრამეტი ათასი) ლარი მიმართოს ამ სამუშაოების შესასრულებლად

11 აპრილი, 2018