14.02.2020

17 თებერვალი, 2020

კომისიაში პროექტ „მედია კლუბის“ ფარგლებში ტრენინგების ახალი კურსი დაიწყო. "მედია კლუბის" ახალი კურსის მონაწილეებს კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ მიმართა და ტრენინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამჯერად, ტრენინგ კურსი შეეხება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორების სამართლებრივ ჩარჩოს, ახალ კანონს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ და შესაბამის ცვლილებებს რეგულაციებში; ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტით გათვალისწინებული დირექტივების ჰარმონიზებას ქართულ კანონმდებლობაში, ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციებსა და როლს ენერგეტიკაში.

ტრენინგ კურსში მონაწილე ჯგუფებთან პირველი შეხვედრზე კომისიის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, სალომე ჯანელიძემ ისაუბრა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ ახალი კანონზე.