27.02.2020

2 მარტი, 2020

ენერგეტიკის მედია კლუბის ფარგლებში, ტრენინგ კურსის მესამე შეხვედრაზე კომისიის წარმომადგენელმა ლიკა გვაზავამ დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის შესახებ ისაუბრა.

კერძოდ, ლიკა გვაზავამ პრეზენტაციის დროს მიმოიხილა ტარიფში შემავალი საინვესტიციო მოცულობები, საოპერაციო და კაპიტალური დანახარჯები, დანახარჯების აუდიტის პრინციპები, რაციონალური და გონივრული ხარჯები, მიზანშეწონილი და არამიზანშეწონილი ხარჯები.

ტრენინგ კურსში მონაწილეობენ მედიის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, სხვადასხვა საგანმანათლებლო სასწავლებლების წარმომადგენლები. ტრენინის ფარგლებში შეხვედრები ორ ეტაპად მიმდინარეობს.