01.03.2019 რელიზი

1 მარტი, 2019

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველი მარტის საჯარო სხდომაზე განიხილა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საინვესტიციო პროგრამა მუხიანი II-ში წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების თაობაზე. წარმოდგენილი საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდება მუხიანი II-ის წყალმომარაგების ქსელზე დაზიანებების რაოდენობა, შესაბამისად შემცირდება წყალმომარაგების შეზღუდვების რაოდენობა და არეალი. დამონტაჟდება 3 წნევის რეგულატორი, 30 ჩამკეტი ურდული, მოეწყობა 11 კმ სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს.  

კომისიამ მუხიანი II-ში  არსებული პრობლემური საკითხის  შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო. გარდა ამისა, დასახლებაში სასმელი წყლის ხშირი წყვეტების გამო მაღალი იყო მოქალაქეთა მომართვიანობა კომისიის Facebook გვერდზე და ქოლ ცენტრშიც.