02.06.2022 რელიზი

2 ივნისი, 2022

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „ბათუმის წყალი“ 25 ათასი ლარით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა.

მოქალაქის განცხადების საფუძველზე მარეგულირებელ კომისიაში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებების შესაბამისად, შპს „ბათუმის წყალმა“  უსაფუძვლოდ დაახარვეზა წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების განაცხადი.