02.06.2023 რელიზი

2 ივნისი, 2023

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და კომისიასთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ირინე დახუნდარიძემ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.

მემორანდუმის მიზანია დიპლომატიის სფეროში მარეგულირებელი კომისიისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება, მემორანდუმის მხარეებს შორის ერთობლივი პროფესიული, სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების, პროგრამების, კურსების, სხვადასხვა აკადემიური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.