02.09.2021 რელიზი

2 სექტემბერი, 2021

კომისიამ საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის განაწილების მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობების დაამტკიცა. ერთიანი სტანდარტული პირობები მოიცავს ელექტროენერგიის განაწილების მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს; ,,განაწილების მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის ფორმას; ,,არასტანდარტული პირობებით განაწილების მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადის ფორმას; განაწილების მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ ფორმას.

კომისიამ არ დააკმაყოფილა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ სერტიფიცირების განაცხადი. სერტიფიცირების მსურველის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და ინფორმაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ სერტიფიცირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია არ იყოს სრულყოფილად წარმოდგენილი.

ცვლილებები შევიდა სს „საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე“ ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების ლიცენზიის გაცემის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 მაისის № 39/2 გადაწყვეტილებაში, რომლის საფუძველზეც 2022 წლის 1 თებერვლამდე  „საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟამ“ კომისიაში უნდა წარმოადგინოს  დღიური ბაზრის პლატფორმის ჩამოყალიბება-გამართვისთვის, ტესტირებისთვის, პოტენციურ მონაწილეებთან სიმულაციურ რეჟიმში გაშვებისა და დანერგვისთვის გასატარებელი ღონისძიებების დეტალური გეგმა, ხოლო 2022 წლის 1 აპრილამდე საკუთარ ვებგვერდზე უნდა განათავსოს დღიური ბაზრის პლატფორმის გამოყენების ინსტრუქცია.   

დამტკიცდა შპს „ენგურჰესის“, შპს „ვარდნილჰესების კასკადის“, „ჟინვალჰესის“, სს „ეპ ჯორჯია გენერაციის“ საკუთრებაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურებზე - რიონჰესზე, ძევრულჰესზე, გუმათჰესების კასკადზე, ლაჯანურჰესზე 2020 წელს განხორციელებულ ზოგიერთ საინვესტიციო პროექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ საექსპერტო დასკვნების კომისიაში წარმოდგენის ვადები.  

საჯარო სხდომაზე კომისიამ განიხილა კომპანიების მოთხოვნები  გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების უზრუნველყოფის პერიოდების - ვადების გაზრდის თაობაზე, ასევე იმსჯელა დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხმა საკითხებზე.