05.04.2021

5 აპრილი, 2021
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 25 მარტის №№12/1, 12/2, 12/3 და 12/4 გადაწყვეტილებებით შეთანხმებულ იქნა გარანტირებული სიმძლავრის წყაროების (თბოელექტროსადგურების) 2021 წლის აპრილი-ივნისისთვის მოქმედი ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულებები.
ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულებების ძირითადი პირობები:
- შესყიდვის ფასი 143 (ას ორმოცდასამი) აშშ დოლარი 1000 მ3 - ზე, დღგ-ის გარეშე;
- ანგარიშსწორება ხდება ეროვნულ ვალუტაში (ლარში) საანგარიშო თვის ბოლო დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლარის ლართან მიმართებაში დადგენილი კურსით. ამასთან, თუ გაცვლითი კურსი ნაკლებია მინიმალურ ფიქსირებულ კურსზე, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მინიმალური ფიქსირებული კურსით (1.65 ლარი);
- ხელშეკრულებები ძალაშია 2021 წლის 1 ივლისამდე.