08.10.2020 რელიზი

8 ოქტომბერი, 2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის (NVE) მხარდაჭერით დაგეგმილ ვებინარზე: „ჰიდროენერგეტიკის განვითარება, დაინტერესებული მხარეები და ზემოქმედების განხილვა“, კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა თორნიკე აფრიაშვილმა ენერგეტიკული ბაზრის კონცეფციის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. 

აღნიშნული ვებინარი მიზნად ისახავს ნორვეგიის სამეფოსა და საერთაშორისო კონსულტანტების გამოცდილების გაზიარებას სოციალური და გარემოსდაცვით კონტექსტში ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესახებ, რაც ემსახურება ცოდნის გაზრდას, ნდობისა და ურთიერთგაგების გაღრმავებას მუნიციპალიტეტებს, ცენტრალური სამთავრობო დაწესებულებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.