10.09.2022 რელიზი

10 სექტემბერი, 2022

მარეგულირებელი კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორსა და კომისიასთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორს, ნუგზარ ბერიძეს საქართველოს ელექტროენერგეტიკის დამსახურებული მუშაკის საპატიო წოდება მიენიჭა; 

ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის წარმომადგენელს, გულნარა ბედოშვილს საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირის საპატიო სიგელი გადაეცა. 

ნუგზარ ბერიძე ელექტროენერგეტიკის სექტორში 30 წელზე მეტია საქმიანობს. იგი არის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 70-მდე სამეცნიერო ნაშრომის, პატენტისა და საავტორო მოწმობის ავტორი, მისი ჩართულობით შექმნილია არაერთი საკანონმდებლო-ნორმატიული აქტი. სხვადასხვა პერიოდში ნუგზარ ბერიძე ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, გრიგოლ რობაქიძისა და ქუთაისის „აკაკი წერეთლის“ უნივერსიტეტებში. იყო აგრარულ უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის დირექტორი. 

გულნარა ბედოშვილი ენერგეტიკის სექტორში საქმიანობს 1999 წლიდან. იგი პროფესიით ეკონომისტია. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავებასა და სხვადასხვა პერიოდში ტარიფების კალკულაციაში. მას მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი.