11.02.2026 რელიზი

11 თებერვალი, 2026
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გივი სანიკიძემ მონაწილეობა მიიღო “წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმის” პანელურ დისკუსიაში, რომელიც სატარიფო სისტემებს შეეხებოდა.
გივი სანიკიძემ ისაუბრა სატარიფო პოლიტიკაზე, ტარიფების დადგენის პრინციპებზე, წყლის მოხმარების ზრდასა და წყალმომრაგების სექტორის სპეციფიკაზე. კომისიის წევრმა დაასახელა ის ძირითადი პრობლემური საკითხები, რაც დღეისთვის წყალმომარაგების სექტორში ფიქსირდება. მათ შორის, ყურადღება გაამახვილა დაზოგვის აუცილებლობაზე, ინვესტიციების საჭიროებაზე და ამ ჭრილში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და გამრიცხველიანების აუცილებლობაზე.
გივი სანიკიძესთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: გიორგი კობერიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ქადაგიშვილი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, გიგა ნადირაძე, GWP-ის ტექნიკური დირექტორი, ხესუს მაზა, DAQUAS-ს პრეზიდენტი. დისკუსიას მოდერატორობა გაუწია გილერმო ტიხსენსმა, Aqualia-ს საერთაშორისო მომხმარებელთა მართვის მენეჯერმა.
10-11 თებერვალს, ქ.თბილისში “წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმი“ მიმდინარეობს. მაღალი დონის ფორუმი აერთიანებს მთავრობის წარმომადგენლებს, მარეგულირებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ოპერატორებსა და დარგის ექსპერტებს, რათა განიხილონ წყლის სტრატეგიული პოლიტიკა, ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, მარეგულირებელი ჩარჩოები, საინვესტიციო და სატარიფო პოლიტიკების ურთიერთკავშირი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ფორუმი ორგანიზებულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ და ხორციელდება საერთაშორისო გამოცდილების მქონე წამყვანი გლობალური წყლის ოპერატორის, „Aqualia“-ს მხარდაჭერით.