11.06.2020 სხდომის შედეგები
კომისიამ 11 ივნისის საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.
დადგინდა ნორმატიული დანაკარგები ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი რამდენიმე კომპანიისათვის:
შპს „დი-ვი-ეს“-ისთვის ნორმატიული დანაკარგების ოდენობა 2020 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში განისაზღვრა 1.94%-ით.
შპს „გამას“-სთვის ამავე პერიოდში ნორმატიული დანაკარგების ოდენობამ შეადგინა 1.26%.
შპს „გასკო +“-სთვის ნორმატიული დანაკარგების ოდენობა 2020 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 1იანვარმდე პერიოდში შეადგენს 6.90%-ს;
2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 4.79%-ს;
2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 3.08%-ს;
2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 2.24%-ს;
2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 2 %-ს.
გაგრძელდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჩირაღდანი XXI საუკუნისთვის“ ნორმატიული დანაკარგების ოდენობის დადგენის თაობაზე.
კომისიამ იმსჯელა ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების საკითხებზე. კანონის შესაბამისად, განისაზღვრა კომისიის მიერ ზეპირი მოსმენით განსახილველი საკითხები.









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019