11.10.2023 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, დავით თვალაბეიშვილმა განახლებადი ენერგიების საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 9-10 ოქტომბერს, ქალაქ ბუდაპეშტში ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაციის (ERRA) ორგანიზებით გაიმართა. კონფერენცია გახსნა ERRA-ს თავმჯდომარემ, მაია მელიქიძემ. მარეგულირებელი კომისიის მხრიდან კონფერენციას ესწრებოდა ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი, ნუგზარ ბერიძე.
კონფერენციაზე განიხილეს 2022-2023 წლებში მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებული მდგომარეობა და გამოწვევები. მონაწილეებმა იმსჯელეს კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკული უსაფრთხოების, სამომავლო ბაზრების მოდელებისა და მათი განხორციელების საკითხებზე.
განახლებადი ენერგიების საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია ERRA-ს ეგიდით ყოველწლიურად იმართება, რომელშიც მონაწილეობენ ენერგეტიკის სამთავრობო უწყებების, მარეგულირებელი ორგანოების, სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, ენერგეტიკის ექსპერტები და დონორი ორგანიზაციები. 2022 წელს საინვესტიციო კონფერენციას მარეგულირებელმა კომისიამ, თბილისში უმასპინძლა.









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019