12.02.2026 რელიზი

12 თებერვალი, 2026

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრები Aqualia-ს რეგიონულ დირექტორს, ხოსე ენრიკე ბოფილს და შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალურ დირექტორს, ხოსე მიგელ სანტოსს შეხვდნენ.

კომისიაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიმდინარე გეგმები, რომლებიც მიზნად ისახავს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება/რეაბილიტაციას, წყვეტების შემცირებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” სალიცენზიო არეალში Aqualia-ს მიერ განხორციელებული ინვესტიციების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, განხორციელებული საინვესტიციო პროექტების შედეგად, გამოიცვალა პრობლემატური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რამაც რიგ ქუჩებზე უზრუნველყო წყალმომარაგების გაუმჯობესება.  

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები. კერძოდ, იმსჯელეს მომდევნო წლებში განსახორციელებელ ინვესტიციებსა და არსებული გამოწვევების ერთობლივად დაძლევის საკითხებზე.