12.09.2024 რელიზი

12 სექტემბერი, 2024

ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მარეგულირებელი კომისიის თანამშრომლები - ვანო მეჭურჭლიშვილი და გიორგი დიდებაშვილი დაჯილდოვდნენ.

აკომისიის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორს, ვანო მეჭურჭლიშვილს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 23 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი ორგანიზებით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების განვითარებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ნორმატიული აქტი შემუშავდა. მათ შორისაა, *303#-ის, მარეგულირებელი კომისიის და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტები.    

კომისიის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, გიორგი დიდებაშვილს ენერგეტიკის სექტორში საქმიანობის 24 წლიანი გამოცდილება აქვს. მისი უშუალო ჩართულობით მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით მარეგულირებელ კომისიას მიღებული აქვს პრეცედენტული გადაწყვეტილებები, რომლებმაც ხელი შეუწყო მომხმარებელთა ინტერესების დაცვის გაუმჯობესებასა და რეგულაციების ეფექტიანობას. გიორგი დიდებაშვილის ინიციატივით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში შემუშავდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის სალექციო კურსი.