13.02.2019 რელიზი

13 თებერვალი, 2019

 

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ირლანდიაში, ქალაქ დუბლინში გამართულ ევროპის წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიების გაერთიანების (WAREG) რიგით მე-17 გენერალურ ანსაბლეაში. შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე, კომისიის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გივი ნადირაძე.

შეხვედრის ფარგლებში გადაწყდა, რომ სემეკი იტალიის, უნგრეთის, ესპანეთისა და ბულგარეთის მარეგულირებელ კომისიებთან ერთად ჩაერთვება WAREG-ის სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. ჯგუფი საინვესტიციო პროექტების შეფასებისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიების საქმიანობის ეფექტურობის მიმართულებით მაჩვენებლებს შეიმუშავებს.