14.02.2019 რელიზი

14 თებერვალი, 2019

 

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ელექტროენერგიის ბაზრის წესებზე იმსჯელეს. კომისიაშიში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს EU4Energy-ის მმართველობის პროექტის ფარგლებში შემუშავებული ტექნიკური დახმარების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სემეკთან თანამშრომლობით, ევროპელი ექსპერტების მიერ ელექტროენერგიის ერთი დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მომზადებას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომისიის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსა და სლოვენიის ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის წარმომადგენლები. ტექნიკური დახმარების პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბაზრის გახსნასა და თანამედროვე სავაჭრო მექანიზმების ჩამოყალიბებას. ელექტროენერგიის ერთი დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შემუშავება წარმოადგენს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ნაწილს, რომელიც ხორციელდება ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შედეგად აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.