14.02.2024 რელიზი

15 თებერვალი, 2024

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან (AFD). მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის საკითხები. კომისიის წევრმა სააგენტოს წარმომადგენლებს გააცნო ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმა. გარდა ამისა, გიორგი ფანგანმა მათ მიაწოდა ინფორმაცია მწვანე ენერგიის განვითარებაში მარეგულირებელი კომისიის როლის, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის არსებული და სამომავლო მოდელების რეგულაციების შესახებ. სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ენერგეტიკის სექტორში რეგულირებასთან დაკავშირებული რეფორმების სწრაფი და შეუფერხებელი განხორციელებისთვის, სააგენტოს მიერ კომისიის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე.