14.03.2019 ინფორმაცია

14 მარტი, 2019

 

კომისიამ 14 მარტის საჯარო სხდომაზე გააგრძელა მოსმენა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საინვესტიციო პროგრამის - მუხიანი II-ში წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების თაობაზე. წარმოდგენილი საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდება მუხიანი II-ის წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელზე დაზიანებების რაოდენობა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გამანაწილებელი ქსელის ავარიული მონაკვეთების ახლით შეცვლა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ელემენტების მოწყობა. გარდა აღნიშნულისა კომპანია განახორციელებს დასახლების მკვებავი (მაგისტრალური) სასმელი წყლის მილის ალტერნატიული მომარაგების პროექტს, რაც მინიმუმამდე დაიყვანს დასახლებული პუნქტის სასმელი წყლის წყვეტების ალბათობას.

კომისიამ მუხიანი II-ში არსებული პრობლემური საკითხის შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო. გარდა ამისა, დასახლებაში სასმელი წყლის ხშირი წყვეტების გამო მაღალი იყო მოქალაქეთა მომართვიანობა კომისიის Facebook გვერდზე და ქოლ ცენტრშიც.