14.06.2023 რელიზი

14 ივნისი, 2023

14 ივნისს საბერძნეთში, ხმელთაშუა ზღვის მარეგულირებელთა ასოციაციის MEDREG ორგანიზებით ჩატარდა მაღალი დონის სამუშაო შეხვედრა თემაზე - კომპლექსური რეგულირების როლი ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ენერგეტიკული ტრანსფორმაციის ხელშეწყობისთვის, რომელშიც  მონაწილეობა მიიღო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარემ, მაია მელიქიძემ.  

შეხვედრა გაიმართა მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც მაია მელიქიძემ ისაუბრა რეგიონალური ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციაზე, ასევე მასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის მარეგულირებელი რეფორმების როლზე.​