15.10.2025 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრებმა, გივი სანიკიძემ და დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეობა მიიღეს 13-14 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. ანკარაში ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) ორგანიზებით გამართულ გენერალურ ასამბლეასა და თავმჯდომარეთა შეხვედრაში, რომელსაც ასოციაციის წევრი ქვეყნების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
კომისიის წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის საორგანიზაციო საკითხები, რომელსაც მარეგულირებელი კომისია 2026 წელს ქ.თბილისში უმასპინძლებს. გარდა ამისა, გივი სანიკიძემ და დავით თვალაბეიშვილმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, რომელიც შეეხებოდა განახლებადი ენერგიის თვითმოხმარების, ენერგეტიკული გაერთიანებებისა და მცირე ქსელების საკითხებს.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) აერთიანებს 40-ზე მეტი ქვეყნის მარეგულირებელ ორგანოს და წარმოადგენს პლატფორმას ენერგეტიკის სექტორში გამოცდილების გაცვლისა და რეგულირების სტანდარტების განვითარებისთვის. მარეგულირებელი კომისია ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019