16.12.2025 რელიზი

16 დეკემბერი, 2025

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და მონღოლეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და მონღოლეთის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ.

მემორანდუმი ითვალისწინებს ენერგეტიკის საკითხებზე ინფორმაციის გაზიარებას, მხარეთა მიერ ორგანიზებულ ღონისძებებში მონაწილებას,  დოკუმენტების, კვლევებისა და პუბლიკაციების გაცვლას.

მემორანდუმის გაფორმებასთან ერთად, მარეგულირებელ კომისიაში  სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც კომისიის წარმოამდგენლებმა მონღოლ კოლეგებს გააცნეს საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობა, გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების საკითხები, სატარიფო რეგულირების პრინციპები და მომსახურების ხარისხის კონტროლის მექანიზმები, დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი და ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვი სისტემა.