17.06.2019 რელიზი

17 ივნისი, 2019

 

17-18 ივნისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას (ERRA) მასპინძლობს. ორი დღის განმავლობაში გაიმართება ასოციაციის მომხმარებელთა და საცალო ბაზრების კომიტეტის სამუშაო შეხვედრა, სადაც მონაწილეები იმსჯელებენ  ენერგეტიკის სექტორში  მომხმარებელთა უფლებებზე, მომსახურების ხარისხზე, ბაზრის მონიტორინგსა და კომუნიკაციის სტრატეგიაზე. შეხვედრა კომისიის წევრმა მაია მელიქიძემ გახსნა. 

შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნების ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.  

ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA)  ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სემეკი ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.