17.11.2020 რელიზი

17 ნოემბერი, 2020

17 ნოემბერს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის (NARUC) პროექტის - გენდერული თანასწორობა ენერგეტიკის სფეროში - გახსნის ღონისძიება გაიმართა, სადაც კომისიის წევრი და ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე, მაია მელიქიძე  სიტყვით წარდგა და ქალთა კარიერული წინსვლისა და მოტივაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

მაია მელიქიძემ ყურადღება გაამახვილა კარიერულ საფეხურებზე არსებულ სხვადასხვა გამოწვებებზე და გამოთქვა მზადყოფნა, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით წვლილი შეიტანოს ენერგეტიკის სექტორში გენდერული თანასწორობის გამოუჯობესებაზე.

WGDP ქალების გლობალური განვითარების და კეთილდღეობის ინიციატივა - ქალების წინსვლა ენერგეტიკის სფეროში - არის 2 წლიანი პროექტი, რომელიც ფინანსდება USAID- ის მიერ და ხორციელდება კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის NARUC ეგიდით. პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ენერგეტიკის სფეროში დასაქმებული მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ევროპიდან და ევრაზიის რეგიონიდან. აღნიშნული გენდერული თანასწორობის პროექტი შედგება ორი ეტაპისგან- პირველი ეტაპი რომელიც დაიწყო 17 ნოემბერს და გაგრძელდება მომდევნო 7-8 თვე, ხოლო მეორე ეტაპი ახალი მონაწილეებისათვის დაიწყება 2021 წლის შემოდგომაზე. ორივე ეტაპი შედგება ორი ნაწილისგან, პირველი ნაწილი დაკავშირებულია ადამიანური რესურსების საკითხებთან და მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში დასაქმების მხრივ გენდერული თანასწორობისა და ბალანსის უზრუნველყოფას, ასევე კომისიის პოლიტიკაზე და პროცესებზე პოზიტიური გავლენის მოხდენას. ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრად კომისიიდან წარადგინეს კომისიის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომელი ეკატერინე შეყრილაძე. პროექტის მორე ნაწილში ფოკუს ჯგუფს წარმოადგენენ კარიერის შუა ეტაპზე მყოფი ქალები, და ამ პროექტის მიზანია მონაწილეებს დაეხმარონ კარიერულ წინსვლაში და მმართველი პოზიციების დაკავებაში, ახალი უნარების განვითარების, მოტივაციის ამაღლების და ტრენინგების გზით. ფოკუს ჯგუფში კომისიის მხრიდან მონაწილეობას მიიღებს კომისიის პრეს სპიკერი ქეთევან ბერიკაშვილი. პროექტის მიზანია ენერგეტიკის სექტორის, რომელიც ისტორიულად არის გენდერულად სენსიტიური და ყველა ქვეყანაში დომინირებენ მამაკაცები, ტრანსფორმაცია და ქალის როლის გაზრდა, ასევე მისი განვითარების და წინსვლის უზრუნველჰყოფა.

პროქტი გახსნა - კელი კურიმ - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩი ქალების გლობალურ საკითხებში. პროექტის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ და წარადგინეს პრეზენტაციები: კომისიის წევრმა - მაია მელიქიძე თემაზე კარიერული განვითარება და მოტივაცია, ელენ ნოვაკი - კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის NARUC საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავჯდომარე, კოლეტ დე ონორაბლი - ნარუკის ყოფილი პრეზიდენტი და სხვები.​