17.12.2020 რელიზი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის წარმოების ობიექტებს ტარიფები და საფასურები დაუდგინა. სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე ჰიდროელექტროსადგურებისათვის დადგინდა 3-წლიანი ტარიფები, ხოლო თბოელექტროსადგურებისათვის დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურები განისაზღვრა 2021 წლისათვის, ერთ წლიან რეგულირების პერიოდზე. ახალი ტარიფები ძალაში შევა 2021 წლის 1 იანვრიდან.
შპს „ენგურჰესისთვის“ 2021-2023 წლებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი განისაზღვრა 1.857თეთრი/კვტსთ-ით. ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფია 1.358 თეთრი/კვტსთ.
შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ 2021-2023 წლებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფმა შეადგინა 2.565 თეთრი/კვტსთ. ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფია 2.206 თეთრი/კვტსთ.
2021-2023 წლებისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დადგინდა სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციას“ საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებისთვის - რიონჰესი, ლაჯანურჰესი, ძევრულჰესი და გუმათჰესების კასკადისთვის:
„რიონჰესის“ ახალი ტარიფი განისაზღვრა 1.436 თეთრი/კვტსთ-ით, ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფია 4.060 თეთრი/კვტსთ;
„გუმათჰესის“ ახალი ტარიფია 2.494 თეთრი/კვტსთ, ხოლო ამ ეტაპზე მოქმედი ტარიფი შეადგენს 2.209 თეთრი/კვტსთ-ს;
„ლაჯანურჰესისთვის“ ახალი ტარიფი შეადგენს 2.768 თეთრი/კვტსთ-ს, ხოლო მოქმედი ტარიფია 1.679 თეთრი/კვტსთ;
„ძევრულჰესის“ ახალი ტარიფია 4.653 თეთრი/კვტსთ, ხოლო მოქმედი ტარიფია 1.986 თეთრი/კვტსთ.
თბოელექტროსადგურებისთვის განისაზღვრა გარანტირებული სიმძლავრის საფასურები, რომელთა მოქმედების ვადაა 2021 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი:
შპს „ჯიფაუერისთვის“ - 40.585 ლარი/დღეზე. ამ ეტაპზე მოქმედი საფასურია - 47.898 ლარი/დღეზე;
შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“ - 423.024 ლარი/დღეზე. ამ ეტაპზე მოქმედი საფასურია - 404.214 ლარი/დღეზე;
შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ (N9 ბლოკი) – 69.649 ლარი/დღეზე, ხოლო ამ ეტაპზე მოქმედი საფასურია 77.330 ლარი/დღეზე;
შპს „საქართველოს გაერთიანებული ენერგეტიკული კორპორაციის“ საკუთრებაში არსებული N3 ბლოკისთვის გარანტირებული სიმძლავრის ახალმა საფასურმა შეადგინა 21.635 ლარი/დღეზე. მოქმედი საფასურია 25.159 ლარი/დღეზე; N4 ბლოკისთვის ახალი საფასურია - 23.594 ლარი/დღეზე, ხოლო ამ ეტაპზე მოქმედი საფასურია - 27.444 ლარი/დღეზე.