18.03.2021 რელიზი

18 მარტი, 2021

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ კომპანიებს შეამოწმებს. კერძოდ, კომისიის წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან, თუ რამდენად შეესაბამება კომპანიის საქმიანობა სალიცენზიო პირობებს, დააკვირდებიან საცალო მომხმარებელზე გაწეული მომსახურებისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვის პროცესს.

პირველ ეტაპზე შემოწმდება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი 9 კომპანია. კერძოდ, მიმდინარე წლის 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით კომისიის მიერ შემოწმდება შპს „აკრიანი 2006“-ი, შპს „გაზტრანს სერვისი“, შპს „გაზმშენი, შპს „ჩირაღდანი“, შპს „მამედი“, შპს „გამა“, შპს „დი-ვი-ეს“-ი, შპს „გოგოჭური და კომპანია“ და შპს „ენერგია +“.

კომისიის მიერ კომპანიების შემოწმების საფუძველს წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც კომისია უფლებამოსილია გააკონტროლოს ლიცენზიატების მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული მოთხოვნების შესრულება, მათ შორის, შევიდეს კომპანიაში და მოითხოვოს დოკუმენტაცია.