18.04.2019 რელიზი

18 აპრილი, 2019

 


18 აპრილის საჯარო სხდომაზე შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარით დაჯარიმდა.

ამავე სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 5000 ლარით დაჯარიმდა სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაც".

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველია შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა" და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა. კერძოდ, ელექტროენერგიის აღრიცხვასთან დაკავშირებით "ქსელის წესების" ცალკეული ტექნიკური მოთხოვნის შეუსრულებლობა.