18.08.2025 რელიზი

18 აგვისტო, 2025

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2025 წლის ივლისსა და აგვისტოში მოქალაქეებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოაწერა, ჯამში 350 000 ლარის ოდენობით.

კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ კომისიაში შესული მოქალაქეთა საჩირები შეეხებოდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს. საჯარო სხდომებზე მარეგულირებელი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, მოქალაქეთა საჩივრები შეისწავლაკომისიის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტმა.