ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

18.12.2018 რელიზი

18 დეკემბერი, 2018

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 17-18 დეკემბერის საჯარო სხდომებზე დღის წესრიგებით გათვალისწინებული 152 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და სს „თელასს“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, სს „საქორგგაზს“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის არსებულ დავებს. მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, ხანდაზმულ დავალიანებებს, დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე.

კომისიის გადაწყვეტილებებით მოქალაქეთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ ჯამში 113 484 ლარი შეადგინა.

საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა.