19.07.2019 რელიზი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დამტკიცებულ ელექტროენერგიის ქსელის წესებს სამი ევროპული რეგულაცია დაემატა. ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკის სექტორში ევროპული სტანდარტების შესაბამისი საერთო თამაშის წესებისა და კონკურენციის სამართლიანი პირობების არსებობას. კომისიამ უკვე მეორედ განახორციელა ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს კონკრეტული რეგულაციის სრული ტრანსპოზიცია ეროვნულ კანონმდებლობაში. ეს რეგულაციებია:
- ევროკომისიის რეგულაცია 2016/631/EC გენერაციის ობიექტების ქსელზე მიერთების მოთხოვნების შესახებ;
- ევროკომისიის რეგულაცია 2016/1388/EC მოხმარების ობიექტების ქსელზე მიერთების მოთხოვნების შესახებ;
- ევროკომისიის რეგულაცია 2016/14777/EC მაღალი ძაბვის მუდმივი დენის მიერთებების და მუდმივ დენზე მიერთებული სიმძლავრის პარკების ქსელზე მიერთების მოთხოვნები.
სემეკის მიერ ევროპული რეგულაციების მიღება ევროკავშირს და საქართველოს შორის ასოცირებისა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ შეთანხმების თანახმად განხორციელდა. ახალი რეგულაციების დანერგვით, განისაზღვრა თანამედროვე მოთხოვნები ახალი ელექტროსადგურების, სისტემის ოპერატორებისა (მათ შორის დახურული განაწილების სისტემების) და მოხმარების საპასუხო რეაქციის (ე.წ. demand response) მიმართ. ანალოგიური მოთხოვნები საქართველოს კანონმდებლობაში აქამდე არ არსებობდა. ახალი სტანდარტები ძალაში შევა 2021 წლის 12 ივლისს და შეეხება მხოლოდ ახალ მიერთებებს.