20.02.2024 რელიზი
განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. 2024 წლის იანვრის მონაცემებით, სისტემაში ჩართულია 1066 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. ქსელში ჩართული სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 67 მეგავატია.
ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული სადგურების უმეტესობა (98%) მზის ენერგიაზე მომუშავეა (მზის პანელები), ხოლო ქარისა და წყლის რესურსებზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურები 2%-ს შეადგენს.
1066 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურიდან სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია - 319 ელექტროსადგური. აქედან, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 175; ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 144 სადგური.
სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია - 747 ელექტროსადგური, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 420; ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 327 სადგური.
მარეგულირებელი კომისიის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისთვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის ან ჩამდინარე წლის გამოყენებით. ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიაწოდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული მაქსიმალურ სიმძლავრე 500 კილოვატს შეადგენს.