20.12.2019 რელიზი

20 დეკემბერი, 2019

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 20 დეკემბრის საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების -  შპს „თბილისი ენერჯისა“ და შპს „ტაბას“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა. განსახორციელებელი ინვესტიციები ემსახურება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მოწესრიგებას, დანაკარგების შემცირებას, მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. 

შპს „თბილისი ენერჯის“ მიერ 2019-2022 წლების საინვესტიციო მოცულობამ 77 793 402 ლარი შეადგინა. კომპანია მომდევნო წლების განმავლობაში უზრუნველყოფს ამორტიზებული გაზსადენების რეაბილიტაციას, მრიცხველების გარეთ გამოტანას და ექსპლუატაციისთვის უვარგისი მრიცხველების შეცვლას. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია 2020 წელს 20 958 645 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, 2021 წელს -  17 470 548  ლარის ინვესტიციას,  ხოლო 2022 წელს - 21 129 009  ლარის ინვესტიციას. შპს „თბილისი ენერჯის“ 2019 წლის საინვესტიციო გეგმა 18 235 198 ლარით განისაზღვრა.  

შპს „ტაბას“ 2019-2022 წლების საინვესტიციო გეგმა 201 256  ლარს შეადგენს. მათ შორის, კომპანია 2020 წელს განახორციელებს 92 484  ლარის ინვესტიციას, 2021 წელს - 89 772  ლარის ინვესტიციას, ხოლო 2022 წელს - 15 000 ლარის ინვესტიციას. შპს „ტაბას“ მიერ 2019 წელს განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა  4000 ლარით განისაზღვრა. კომპანია ბუნებრივ გაზს ანაწილებს სოფელ ტაბახმელაში.