02.03.2020 ინფორმაცია

2 მარტი, 2020

 

კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს ენერგეტიკის საკითხებში, კურტ დონელის შეხვდა. 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეები. მათ შორის, ახალი კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, კანონის მოთხოვნები და რეგულირების პრინციპები, ასევე კომისიის გაზრდილი ფუნქციები და კიბერუსაფრთხოების საკითხები.  

კომისიის მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კომისიის წევრი მაია მელიქიძე, ელექტროენერგეტიკისა დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ბერიძე და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი მარიამ იოსელიანი.