4.06.2025 რელიზი
ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული ქალების გაძლიერების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მიმდინარე მენტორობის პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრებმა იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში ქალების დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე, განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. მენტორობის პროგრამის მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.
ღონისძიების ფარგლებში თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა სერტიფიკატები გადასცეს მენტორობის პროგრამის მონაწილეებს.
მარეგულირებელ კომისიაში რიგით მეორე მენტორობის პროგრამა, სახელწოდებით „ქალები ენერგეტიკაში“ 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროგრამის ფარგლებში მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებულებმა გაუზიარეს გამოცდილება სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებულ ქალ კოლეგებს.
მენტორობის პროგრამის მიზანს წარმოადგენდა ენერგეტიკის სექტორში ქალების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
პროგრამა განხორციელდა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით.









GNERC ყველა უფლება დაცულია © 2019