21.02.2019 რელიზი

21 თებერვალი, 2019
 
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 21 თებერვლის საჯარო სხდომაზე განიხილა მუხიანი 2-ის დასახლების წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებული საკითხი და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაავალა დეტალური საინვესტიციო პროგრამის კომისიაში წარდგენა.

საინვეტიციო პროგრამის განხილვა და კომისიასთან შეთანხმება მოხდება მიმდინარე წლის პირველი მარტის საჯარო სხდომაზე. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება დაესწროს განხილვას. კომისიამ პრობლემური საკითხის შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო. გარდა ამისა, ბოლო პერიოდის განმავლობაში მუხიანის 2-ის დასახლებაში (მუხიანის აგარაკები) სასმელი წყლის ხშირი წყვეტების გამო კომისიის ქოლ ცენტრში არაერთი ზარი დაფიქსირდა. ასევე, მაღალი იყო მოქალაქეთა მომართვიანობა კომისიის Facebook გვერდზეც.