21.02.2024 რელიზი

21 თებერვალი, 2024
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მარეგულირებელ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ნარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარემ, სამირ ახუნდოვმა.
თანამშრომლობის საფუძველს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორის რეგულირების განვითარების ხელშეწყობა.
მემორანდუმის მიზანია ენერგეტიკის რეგულირების სფეროში მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლა როგორც საკანონმდებლო, ასევე მათ კომპეტენციებში არსებულ სხვადასხვა საკითხებზე, განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის რეგულირების შესახებ ერთობლივი სასწავლო პროგრამების, სასწავლო ვიზიტების, ექსპერტთა ტრენინგების ორგანიზება.