21.03.2023 რელიზი

21 მარტი, 2023

 ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ერთი ვიზიტით მიიღონ კომუნალური მომსახურება და ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე - დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების აბონენტებად, გააფორმონ მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმონ კომუნალური დავალიანება, დააფიქსირონ მომარაგების პრობლემა, მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა/აღდგენა ან/და დარიცხვის გადამოწმება, ასევე სხვა სახის განცხადებები, ახალი მომხმარებლის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის განაცხადის გარდა.

იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, იუსტიციის სახლის მუხრანის ფილიალს ესტუმრნენ და მოქალაქეთა მომსახურების პროცესს ადგილზე დააკვირდნენ.

იუსტიციის სახლში  კომუნალური სერვისების დანერგვის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით დღემდე  60 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. კომუნალური სერვისები იუსტიციის სახლის 117 ფილიალშია ხელმისაწვდომი