21.05.2019 რელიზი

21 მაისი, 2019

 

 

 

 

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) USAID-ის ენერგეტიკის პროგრამამ ბუნებრივი გაზის რეგულირებული სექტორისათვის ანგარიშგების ერთიანი სისტემა გადასცა.

“USAID ენერგეტიკის პროგრამის” კონსულტანტების მიერ შემუშავდა ბუნებრივი გაზის სექტორში ერთიანი საბუღალტრო სააღრიცხვო სისტემის დანერგვისათვის საჭირო დოკუმენტები - მათ შორის, ანგარიშთა გეგმა, ანგარიშთა გეგმის გამოყენებისა და აღრიცხვის წარმოების ინსტრუქციები, ანგარიშგების ფორმები.

ერთიანი საბუღალტრო სააღრიცხვო სისტემის დანერგვის შედეგად სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული ლიცენზიატები ვალდებულნი არიან რეგულირებად საქმიანობასთან დაკავშირებული აქტივების, დანახარჯების და შემოსავლების აღრიცხვა აწარმოონ უნიფიცირებული წესით, უზრუნველყონ რამდენიმე საქმიანობისთვის საერთო დანახარჯების მიკუთვნება და გადანაწილება კომისიის მიერ განსაზღვრული დანახარჯების ალოკაციის პრინციპების შესაბამისად, მოახდინონ აღრიცხვის შესაბამისი ანგარიშგების კომისიაში წარმდგენა, რაც მარეგულირებელ კომისიას აძლევს საშუალებას მიიღოს დეტალური ინფორმაცია რეგულირებადი საქმიანობის დანახარჯების შესახებ, მიიღოს ინფორმაცია შემდგომი ანალიზისთვის, გამოიყენოს იგი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ფარგლებში და უზრუნველყოს აღრიცხვა-ანგარიშგების სისტემის მეტი გამჭვირვალეობა.

ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემა დანახარჯების კონტროლის კარგი საშუალებაა როგორც მარეგულირებელი კომისიისთვის ასევე ლიცენზიატი საწარმოების ხელმძღვანელებისთვის.