22.02.2019 რელიზი

22 თებერვალი, 2019
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) მიმდინარე კვირაში 2 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 164 საკითხი განიხილა. მათ უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს. კერძოდ, მოქალაქეთა საჩივრები კომპანიების წინააღმდეგ, ძირითადად, მოიცავდა ხანდაზმულ დავალიანებებსა და კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს.

კომისიის გადაწყვეტილებებით მოქალაქეთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში, 51 920 ლარი შეადგინა. საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმოადგენლებმა.